Accessibility links

logo-print

საქართველოს პრეზიდენტი ვაშინგტონში იმყოფება


საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი იმყოფება ვაშინგტონში, სადაც 31 მარტს იწყება ბირთვული უსაფრთხოების სამიტი. მას აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა გახსნის. სამიტის მიზანია ბირთვული უსაფრთხოების საკითხებზე მომუშავე ინსტიტუტებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მრავალმხრივი თანამშრომლობის გაძლიერება. საგარეო ურთიერთობების საკითხებში საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლის თენგიზ ფხალაძის განცხადებით, გიორგი მარგველაშვილი სიტყვით გამოვა ბირთვული უსაფრთხოების სამიტის პირველსავე სესიაზე და ფორუმის ფარგლებში შეხვდება მსოფლიოს არაერთი სახელმწიფოს ლიდერს. ბირთვული უსაფრთხოების სამიტი, რომელშიც 52 ქვეყნის და საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელები მონაწილეობენ, 1 აპრილს დასრულდება ერთობლივი კომუნიკეს მიღებით.

XS
SM
MD
LG