Accessibility links

logo-print

ჰააგის ტრიბუნალმა გაამართლა სერბი ნაციონალისტი ვოისლავ შეშელი


ყოფილი იუგოსლავიის საქმეების საერთაშორისო ტრიბუნალმა 31 მარტს გაამართლა სერბი ნაციონალისტი ვოისლავ შეშელი, რომელსაც კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ ბოროტმოქმედებას და ომის დანაშაულში ედებოდა ბრალი. აი რა განაცხადა 31 მარტს ჰააგაში, საერთაშორისო ტრიბუნალის პრეზიდიუმის თავმჯდომარემ: „ამ გამამართლებელი განაჩენით, ძალადაკარგულად ითვლება 2015 წლის 17 ივნისის სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება, 9 პუნქტის მიხედვით ბრალდებულის პატიმრობის შესახებ. ამგვარად, ამ ვერდიქტის შემდეგ ვოისლავ შეშელი თავისუფალი ადამიანია,“ - განაცხადა ჟან კლოდ ანტონეტიმ. 2003 წელს შეშელი სასამართლოს ჩაბარდა მას შემდეგ, რაც ის 1990-იანი წლების კონფლიქტში ხორვატიისა და ბოსნიის ქალაქებში ეთნიკური წმენდის დაგეგმვასა და ეთნიკური სიძულვილის გაღვივებაში დაადანაშაულეს. მაგრამ მის საქმესთან დაკავშირებით სასამართლო სხდომა პირველად მხოლოდ 2007 წელს გაიმართა. საქმის წარმოება კი, 2012 წელს დასრულდა. სერბ ულტრანაციონალისტ, 61 წლის ვოისლავ შეშელს სწორი ნაწლავის კიბო აქვს. 2014 წელს გაეროს ტრიბუნალმა ის ჯანმრთელობის გაუარესების გამო გაათავისუფლა, რათა შეშელს სერბიაში განეგრძო მკურნალობა. ორი წლის წინ სამშობლოში დაბრუნებულ ულტრანაციონალისტსასობით მხარდამჭერი მიესალმა სერბიაში, როგორც ეროვნულ გმირს.

XS
SM
MD
LG