Accessibility links

logo-print

ჯონ კერიმ მხარეებს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის „საბოლოო გადაწყვეტისაკენ“ მოუწოდა


აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი გამოვიდა მოწოდებით, რათა „საბოლოოდ გადაწყდეს“ მთიანი ყარაბაღის მრავალწლიანი კონფლიქტი აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის. აღნიშნული განცხადება ჯონ კერიმ ვაშინგტონში გააკეთა აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილხამ ალიევთან შეხვედრის დროს. აზერბაიჯანის ლიდერი აშშ-ის დედაქალაქში 31 მარტს ჩავიდა, ბირთვულ სამიტში მონაწილეობის მისაღებად. ალიევმა მადლობა გადაუხადა აშშ-ს კონფლიქტის მოწესრიგებისაკენ მიმართული ძალისხმევისათვის და განაცხადა, რომ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი უნდა გადაიჭრას მხოლოდდამხოლოდ გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ შემუშავებული რეზოლუციის ფარგლებში, რომელიც აზერბაიჯანის ტერიტორიიდან „ყველა სომხური საჯარისო შენაერთის დაუყოვნებელ გაყვანას“ ითვალისწინებს. ბაქოსა და ერევანს შორის მთიანი ყარაბაღის შესახებ დაპირისპირება 25 წელიწადია გრძელდება. 1990 წლის ომში სომხეთის მხარდაჭერილმა მთიანი ყარაბაღის სეპარატისტულმა ძალებმა კონტროლი დაამყარეს უპირატესად სომხებით დასახლებულ რეგიონზე. ბრძოლების დროს დაახლოებით 30 ათასი ადამიანი დაიღუპა. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა შეაქო ილხამ ალიევი აზერბაიჯანის მიერ ავღანეთის სამშვიდობო ოპერაციაში შეტანილი წვლილისათვის და მიესალმა აზერბაიჯანის მიერ ადამიანის უფლებათა პრობლემების კუთხით გადადგმულ ბოლოდროინდელ პოზიტიურ ნაბიჯებს.

XS
SM
MD
LG