Accessibility links

გარდაიცვალა ნობელის პრემიის ლაურეატი იმრე კერტესი


ბუდაპეშტში 86 წლის ასაკში გარდაიცვალა ნობელის პრემიის ლაურეატი ლიტერატურის დარგში, უნგრელი პროზაიკოსი იმრე კერტესი. უნგრელი ებრაელების ოჯახში დაბადებული კერტესი, ოსვენციმის ნაცისტური საკონცენტრაციო ბანაკის ტყვე იყო. განთავისუფლების შემდეგ მუშაობდა ჟურნალისტად, თუმცა კომუნისტურმა რეჟიმმა იგი აიძულა დაეტოვებინა გაზეთი. კერტესი გარკვეული პერიოდის განმავლობაში მუშაობდა ქარხნის მუშად, ეწეოდა მთარგმნელებით მუშაობას, წერდა ლიბრეტოს მიუზიკლებისათვის. იმრე კერტესს აღიარება მოუტანა რომანებმა: „ბედის გარეშე“, „ფიასკო“, „ინგლისური დროშა“ და სხვა. კერტესი 2002 წელს ლიტერატურის დარგში, ნობელის პრემიის ლაურეატი გახდა.

XS
SM
MD
LG