Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვეტერანთა დეპარტამენტის ხელმძღვანელად დაინიშნა კობა კობალაძე


საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, ვეტერანთა სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოსტზე დაინიშნა ეროვნული გვარდიის ყოფილი სარდალი, გენერალი კობა კობალაძე. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, გიორგი კვირიკაშვილმა უკვე გამართა სამუშაო შეხვედრა ვეტერანთა სახელმწიფო დეპარტამენტის ახალ ხელმძღვანელთან და მასთან ერთად განიხილა ვეტერანთა სოციალური პრობლემების გადაჭრის გზები. ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა ირაკლი შიხიაშვილმა თანამდებობა ორი დღის წინ საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა. თბილისის საკრებულოს წევრი კობა კობალაძე თადარიგის გენერალია. როგორც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ომების მონაწილე, დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასალის სამივე ხარისხის ორდენით. ჰყავს მეუღლე და ხუთი შვილი.

XS
SM
MD
LG