Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბერძნული თემის არამარტო გენდერული პრობლემები


ბერძნული თემის არამარტო გენდერული პრობლემები
please wait

No media source currently available

0:00 0:40:55 0:00

საბჭოთა კავშირის დაშლამდე საქართველოში 125 000 ბერძენი ცხოვრობდა, დღეს კი ბერძნული თემი 13 000-მდე ადამიანისგან შედგება. რა პრობლემები აქვთ საქართველოს მოქალაქე ბერძენ ქალებსა და კაცებს, როგორ იმკვიდრებენ ისინი თავს ცხოვრებაში, აღწევენ  თვითრეალიზაციას? - ამის შესახებ ფსიქოლოგი კონსტანტინე პოზოვი და ენათმეცნიერი, პოეტი დიანა ანფიმიადი საუბრობენ. გადაცემის მსვლელობაში სატელეფონო ჩართვაში საქართველოს ბერძნულ სათვისტომოთა კავშირის თავმჯდომარის მოადგილე ვენიამინ კირეადი თემში არსებულ მდგომარეობაზე ლაპარაკობს. იგი სინანულს გამოთქვამს იმის გამო, რომ  თბილისის წარმომადგენლობით ორგანოში არც ერთი ბერძენი არ არის, განსხვავებით წალკის, დმანისისა და ბოლნისის რაიონებისა, სადაც ბერძნები კომპაქტურად სახლობენ .ვენიამინ კირეადი წალკის რაიონიდან 90-იან წლებში ემიგრირებული და უკან დაბრუნებული საქართველოს ბერძენი მოქალაქეების ქონებრივ უფლებებთან დაკავშირებულ პრობლემებსაც ეხება.საქართველოს ახალგაზრდა ბერძენთა კავშირის საქმიანობაზე კი მისი თავმჯდომარე, ვიოლეტა მოისიდი, ჰყვება. გადაცემას მზია ფარესიშვილი უძღვება.

XS
SM
MD
LG