Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გარდაიცვალა არქიტექტორი ზაჰა ჰადიდი


გარდაიცვალა ერაყული წარმოშობის ცნობილი ბრიტანელი არქიტექტორი, ზაჰა ჰადიდი. აშშ-ის ქალაქ მაიამის საავადმყოფოში, სადაც 65 წლის ჰადიდი ბრონქიტის დაავადებით მოათავსეს, პაციენტს გულის შეტევა დაემართა და ექიმებმა ვეღარ უშველეს. ჰადიდი პირველი ქალი იყო, რომელსაც 2004 წელს მიენიჭა არქიტექტურის დარგში ყველაზე პრესტიჟული ჯილდო - პრიცკერის პრემია. მისი პროექტებით აგებულია არაერთი შთამბეჭდავი შენობა დიდ ბრიტანეთში, გერმანიაში, იტალიაში, ჰონკონგში, რუსეთში, აზერბაიჯანსა და სხვა ქვეყნებში. მათ შორის არის, მაგალითად, ლონდონის ოლიმპიური საწყლოსნო კომპლექსი.

XS
SM
MD
LG