Accessibility links

logo-print

ყირიმის დე ფაქტო მთავრობამ თათრული ტელეარხი აამოქმედა


რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმში მაუწყებლობა დაიწყო ახალმა თათრულმა სატელიტურმა ტელეარხმა. ყირიმის დე ფაქტო მთავრობის ვიცე-პრემიერის, რუსლან ბალბეკის განცხადებით, ახალი არხის ამოცანაა, წინ აღუდგეს „ანტირუსულ პროპაგანდას“. მას შემდეგ, რაც რუსეთმა ყირიმის ანექსია მოახდინა, იქ დაიხურა თათრულ ენაზე მოქმედი პრაქტიკულად ყველა დამოუკიდებელი საინფორმაციო საშუალება. ზუსტად ერთი წლის წინ, 2015 წლის 1 აპრილს, ყირიმის დე ფაქტო მთავრობამ დახურა ყირიმელი თათრების პოპულარული ტელეარხი ATR TV.

XS
SM
MD
LG