Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველო დააჯილდოვეს ბირთვულ უსაფრთხოებაში შეტანილი წვლილისთვის


საქართველო ბირთვულ უსაფრთხოებაში შეტანილი წვლილისთვის დააჯილდოვეს ვაშინგტონში, ბირთვული ინდუსტრიის სამიტზე, რომელიც ბირთვული უსაფრთხოების სამიტის პარალელურად გაიმართა. საქართველოსთვის განკუთვნილი ჯილდო „ატომები მშვიდობისათვის“ პრეზიდენტს, გიორგი მარგველაშვილს გადასცეს. მისი ადმინისტრაციის ინფორმაციით, საქართველოს დაჯილდოების გადაწყვეტილებაზე განსაკუთრებული გავლენა იქონიამაღალგამდიდრებული ურანის რეპატრიაციის ფაქტმა. რეპატრიაციით საქართველომ აღასრულა ბირთვული უსაფრთხოების 2014 წლის სამიტის შეთანხმება, თავის ტერიტორიაზე შეემცირებინა მაღალგამდიდრებული ურანის მარაგი, რის შედეგადაც ბირთვული თვალსაზრისით თავისუფალი სახელმწიფოს სტატუსი მოიპოვა. საქართველოს დაჯილდოების ცერემონიას ვაშინგტონში დაესწრნენ პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ზალკალიანი და გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილე მაია ბითაძე.

XS
SM
MD
LG