Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სანკტ-პეტერბურგში მოკლეს ჟურნალისტი დიმიტრი ცილიკინი


სანკტ-პეტერბურგში მოკლეს დამოუკიდებელი ჟურნალისტი და მუსიკისა და ბალეტის კრიტიკოსი დიმიტრი ცილიკინი. მისი გვამი, რომელსაც ცივი იარაღით მიყენებული ჭრილობები აღენიშნება, წუხელ აღმოაჩინეს მისსავე ბინაში. ნათესავების ცნობით, ცილიკინი მივლინებით იმყოფებოდა რიგაში, საიდანაც გასულ კვირაში დაბრუნდა და მას შემდეგ ის აღარ უნახავთ. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ინფორმაციით, აღძრულ იქნა სისხლის სამართლის საქმე მკვლელობის მუხლით. 54 წლის დიმიტრი ცილიკინი თანამშრომლობდა სხვადასხვა გამოცემასთან, მათ შორის „კომერსანტსა“ და „ვრემია ნოვოსტეისთან,“ 2001-2003 წლებში იყო რუსეთის ტელევიზიის პროგრამა „არტ-ექსპრესის“ წამყვანი, ხშირად სტუმრობდა რადიო თავისუფლების რუსული სამსახურის გადაცემებსაც.

XS
SM
MD
LG