Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გარდაიცვალა ჰანს-დიტრიხ გენშერი


89 წლის ასაკში გარდაიცვალა გერმანიის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი ჰანს-დიტრიხ გენშერი. როგორც დღეს მისმა პრესსამსახურმა გამოაცხადა, გარდაცვალების მიზეზად გულის დაავადება იქცა. გენშერმა, რომელიც სათავეში ედგა თავისუფალი დემოკრატების პარტიას, გერმანიის ისტორიაში ყველაზე დიდხანს იმსახურა საგარეო საქმეთა მინისტრად. მან მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ბერლინის კედლის დანგრევის შემდგომ მოვლენებში, ცენტრალურსა და აღმოსავლეთ ევროპაში კომუნისტური რეჟიმის დამხობის პროცესში. გენშერს ახლო მეგობრობა აკავშირებდა საბჭოთა კავშირის მაშინდელ საგარეო საქმეთა მინისტრთან და შემდგომ საქართველოს პრეზიდენტთან ედუარდ შევარდნაძესთან.

XS
SM
MD
LG