Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დონეცკის ოლქში მოკლეს უკრაინელი ჯარისკაცი


ბოლო დღე-ღამის განმავლობაში აღმოსავლეთ უკრაინაში, უკრაინის სამთავრობო ჯარსა და სეპარატისტებს შორის მომხდარ შეტაკებებში დაიღუპა ერთი და დაიჭრა რვა უკრაინელი ჯარისკაცი. უკრაინის თავდაცვის სამინისტროს პრესმდივნის ანდრეი ლისენკოს ცნობით, ფრონტის მთელი ხაზის გასწვრივ შეინიშნება ვითარების ესკალაცია. ლისენკომ სეპარატისტები დაადანაშაულა იმ მძიმე შეიარაღების გამოყენებაში, რომელიც, მინსკის მეორე საზავო შეთანხმების შესაბამისად, კონფლიქტის ზონიდან გატანილი უნდა ყოფილიყო. ლისენკოს თქმით, ყველაზე ცხარე შეტაკებები გაიმართა დონეცკის ოლქის ქალაქების, ავდეევკასა და ზაიცევოს მიდამოებში. ამ ქალაქებს უკრაინის მთავრობა აკონტროლებს.

XS
SM
MD
LG