Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მთიანი ყარაბაღის თვითგამოცხადებული რესპუბლიკიდან მწვავე შეტაკებების შესახებ იტყობინებიან


მთიანი ყარაბაღის თვითგამოცხადებული რესპუბლიკიდან მწვავე შეტაკებების შესახებ იტყობინებიან. მხარეები ერთმანეთს სდებენ ბრალს საბრძოლო მოქმედებების წამოწყებაში. სომხეთის შეიარაღებული ჯარები აცხადებს, რომ აზერბაიჯანის ძალებმა მსხვილმასშტაბიანი იერიში წამოიწყეს ტანკების, მძიმე არტილერიისა და სამხედრო ვერტმფრენების გამოყენებით. აზერბაიჯანის სამხედროთა თქმით, წუხელ თავდაპირველად მათს პოზიციებს გაუხსნეს „ინტენსიური ცეცხლი“ ფრონტის წინა ხაზზე და აზერბაიჯანის არმია იძულებული გახდა, საპასუხოდ „სასწრაფო ზომებისთვის“ მიემართა. მთიანი ყარაბაღი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მდებარეობს, მაგრამ მას ეთნიკური სომხები აკონტროლებენ. ყარაბაღის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, მათს მხარეს 12 წლის ბიჭი დაიღუპა და ორი სხვა ბავშვი დაიჭრა. აზერბაიჯანი იტყობინება, რომ დაღუპულია ერთი აზერბაიჯანელი სამოქალაქო პირი. სომხეთის თავდაცვის სამინისტროს თქმით, ესაა ყველაზე სერიოზული სამხედრო ესკალაცია 1994 წლის საზავო შეთანხმების შემდეგ და მან საერთაშორისო შუამავლებს - აშშ-ს, რუსეთსა და საფრანგეთს - მოუწოდა, სასწრაფოდ ჩაერთონ კონფლიქტის მოგვარებაში.

XS
SM
MD
LG