Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოროშენკო დარწმუნებულია, რომ ნიდერლანდის რეფერენდუმი მხარს დაუჭერს უკრაინასთან თანამშრომლობის შეთანხმებას


აშშ-მა ნიდერლანდელ ამომრჩევლებს მოუწოდა, მხარი დაუჭირონ უკრაინასთან ევროკავშირის თანამშრომლობის შეთანხმებას რეფერენდუმში, რომელიც 4 აპრილს გაიმართება. უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო დარწმუნებულია, რომ რეფერენდუმი უკრაინისთვის გამარჯვებით დასრულდება. ნიდერლანდის პრემიერ-მინისტრ მარკ რუტესთან შეხვედრაზე, რომელიც ვაშინგტონში, ბირთვული უსაფრთხოების სამიტის კულუარებში გაიმართა, პოროშენკომ ხაზი გაუსვა ორ ქვეყანას შორის მეგობრულ ურთიერთობებს. მან ევროკავშირის მოწინააღმდეგე აქტივისტებს ბრალი დასდო, რომ მათი მიზანია, უკრაინის საკითხზე რეფერენდუმი გამოყენონ ევროკავშირის წინააღმდეგ. ევროკავშირსა და უკრაინას შორის თანამშრომლობის შეთანხმება არის გზა, რომელიც კავშირში უკრაინის საბოლოოდ გაწევრიანებით უნდა დაგვირგვინდეს.

XS
SM
MD
LG