Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბელგიის მოქალაქეს ტერორისტულ საქმიანობასთან კავშირში ედება ბრალი


ბელგიის მოქალაქეს ტერორისტულ საქმიანობასთან კავშირში ედება ბრალი. ბელგიის ფედერალური პროკურატურა შაბათს გაკეთებულ განცხადებაში იტყობინება, რომ ბრალდება წამოყენებულ იქნა გამოძიების ფარგლებში, რომელიც საფრანგეთთან ერთად წარმოებს და რომელშიც იძიებენ საფრანგეთის ტერიტორიაზე ტერაქტის მზადების გარემოებებს. პროკურატურა ბრალდებულის ვინაობას არ აცხადებს. როგორც იტყობინებიან, ის 33 წლისაა და 31 მარტს იქნა დაკავებული, მომდევნო დღეს კი სასამართლომ მისი პატიმრობაში დატოვების დადგენილება მიიღო.

XS
SM
MD
LG