Accessibility links

ილჰამ ალიევი მიიჩნევს, რომ სომხეთი არ ცდილობს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარებას


აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი მიიჩნევს, რომ სომხეთი არ ცდილობს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარებას. „ინტერფაქსის“ ცნობით, აზერბაიჯანის ტელევიზიით გამოსვლისას ალიევმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანს არ დაურღვევია ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი, მან მხოლოდ საკადრისი პასუხი გასცა სომხური მხარის პროვოკაციას. აზერბაიჯანის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ბაქო ემხრობა კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებას. „მაგრამ... ჩვენ არ ვაპირებთ, მოლაპარაკებებში მონაწილეობა მივიღოთ მოლაპარაკებებისთვის“, დასძინა მან. აზერბაიჯანის საინფორმაციო სააგენტო „არა“-ს მოჰყავს ალიევის იგივე სიტყვები, რომლებიც მან სახელმწიფო უშიშროების საბჭოს სხდომაზე წარმოთქვა.

XS
SM
MD
LG