Accessibility links

დონალდ ტრამპის თქმით, ნატო მოძველდა


აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში კანდიდატობისთვის მებრძოლმა რესპუბლიკელმა მილიარდერმა დონალდ ტრამპმა კვლავ გაიმეორა ნატოს მიმართ კრიტიკა. მისი თქმით, 28 წევრისგან შემდგარი ბლოკი „მოძველდა“. 2 აპრილს ვისკონსინში გამოსვლისას მან თქმა, რომ ნატოს წევრ ქვეყნებს თავიანთი კუთვნილი წვლილი არ შეაქვთ ნატოში. ტრამპის თქმით, მათ ან უნდა გადაიხადონ ძველი ვალები, ან უნდა დატოვონ ნატო. „თუკი ეს ნატოს დაშლის, ეს დაშლის ნატოს“, დასძინა მან. მან ასევე თქვა, რომ საუდის არაბეთი სამართლიან ფასს არ უხდის აშშ-ს დაცვისა და სამხედრო მხარდაჭერისთვის. მართალია, ტრამპის მხრიდან ნატოს მიმართ ადრე გამოთქმულმა კრიტიკამ შეშფოთება გამოიწვია როგორც აშშ-ში, ისე მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ტრამპმა ვისკონსინში თქვა, რომ მრავალი ექსპერტი, რომელიც ნატოს „30 წლის განმავლობაში“ სწავლობს, ნელ-ნელა ეთანხმება მის მოსაზრებას. ტრამპს არ დაუკონკრეტებია, ვის გულისხმობდა.

XS
SM
MD
LG