Accessibility links

logo-print

მეორე დღეა, გრძელდება სამხედრო მოქმედებები ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში


მეორე დღეა, შეტაკებები გრძელდება აზერბაიჯანისა და მთიანი ყარაბაღის თვითგამოცხადებული რესპუბლკიის ჯარებს შორის. სეპარატისტთა შეიარაღებული ძალები აცხადებენ, რომ კვირას შეძლეს დაებრუნებინათ სტრატეგიული პოზიციები, რომლებიც შაბათს აზერბაიჯანის ჯარებმა ჩაიგდეს ხელთ. როგორც იტყობინებიან, მწვავე შეტაკებები მიმდინარეობს რეგიონის ჩრდილო-დასავლეთით და აზერბაჯიანულ-სომხური „კონტაქტის ხაზის“ სამხრეთ მონაკვეთში. სეპარატისთა თანახმად, მათ უკუაგდეს აზერბაიჯანის ჯარები "ტაქტიკურად მნიშვნელოვანი" სოფელი ტალიშიდან. აზერბაიჯანი უარყოფს ამ ცნობას და აცხადებს, რომ სომხეთმა სცადა ამ პოზიციების კვლავ ხელში ჩაგდება. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, სამხედრო მოქმედებების შედეგად დაიღუპა აზერბაიჯანის 12 სამხედრო მოსამსახურე. სომხურ მხარეზე დაღუპულია 18 სამხედრო მოსამსახურე და დაჭრილია 35 - იტყობინება სომხეთის პრეზიდენტი სერჟ სარქისიანი. შაბათს დაიღუპა ორი სამოქალაქო პირი.

XS
SM
MD
LG