Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საბერძნეთის ხელისუფლებამ საერთაშორისო სავალუტო ფონდს ახსნა-განმარტება მოსთხოვა გაჟონილი ინფორმაციის გამო


საბერძნეთის ხელისუფლებამ საერთაშორისო სავალუტო ფონდს ახსნა-განმარტება მოსთხოვა ორგანიზაციის მაღალი რანგის პირების სატელეფონო საუბრის თაობაზე გაჟონილი ინფორმაციის გამო. საუბრის დროს, რომლის შესახებ ინფორმაცია „ვიკილიკსმა“ გაასაჯაროვა, ლაპარაკი იყო საბერძნეზე, გერმანიასა და ევროკავშირზე ზეწოლის მეთოდებზე, რათა მათ სწრაფად მიაღწიონ შეთანხმებას ათენისთვის შემდგომი დახმარების შესახებ. როგორც 19 მარტს შემდგარი სატელეფონო საუბრიდან ჩანს, მისმა ერთ-ერთმა მონაწილემ არ გამორიცხა, რომ შესაძლოა ერთგვარი კრიზისული ვითარება იქნეს საჭირო გადაწყვეტილების მისაღებად. საბერძნეთისა და მისი კრედიტორების მოლაპარაკბებები, რომელთა შორის არიან გერმანია, ევროკავშირი და საერთაშორისო სავალუტო ფონდი, მომავალ კვირაში უნდა ჩატარდეს.

XS
SM
MD
LG