Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქვეყნდება ინფორმაცია პუტინთან დაახლოებულ პირთა მსხვილი საფინანსო მაქინაციების შესახებ


საგამოძიებო ჟურნალისტიკის კონსორციუმის, „პანამა პეიპერსის“ მიერ მოპოვებული მასალები მიუთითებს დიდი მოცულობის ფულად ტრანსფერებზე, რომელთა მეშვეობითაც რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან დაახლოებულმა პირებმა 2 მილიარდი დოლარის მოცულობის თანხა გადარიცხეს ოფშორულ კომპანიებში. „პანამა პეიპერსმა“ ინფორმაცია კვირას გამოაქვეყნა. პუბლიკაცია ემყარება პანამაში მოქმედი იურიდიული კომპანიიდან გამოჟონილ ინფორმაციას, რომელც "პანამა პეიპრესმა" მოიპოვა. იგი შეიცავს მონაცემებს როგორც კრემლთან დაახლოებული პირების, ასევე ისლანდიისა და პაკისტანის პრემიერ-მინისტრების, აზერბაიჯანის პრეზიდენტის შვილების, საუდის არაბეთის მეფისა და სხვა პირების მიერ კონტროლირებული კომპანიების შესახებ.

XS
SM
MD
LG