Accessibility links

logo-print

საბერძნეთმა მიგრანტების დეპორტაცია დაიწყო თურქეთში


საბერძნეთმა მიგრანტების პირველი ნაკადის დეპორტაცია დაიწყო თურქეთში. ეს არის ევროკავშირის შუამავლობით შემუშავებული იმ გეგმის ნაწილი, რაც ევროპაში მასიური მიგრაციით გამოწვეული კრიზისის შემსუბუქებას ისახავს მიზნად. თურქეთის დროშით მცურავი ორი სამგზავრო კატარღით საბერძნეთის კუნძული ლესბოსი დატოვა 131 მიგრანტმა. მიგრანტებს, რომელთა უმრავლესობაც პაკისტანიდან და ბანგლადეშიდან არიან, ევროკავშირის სასაზღვრო სააგენტო „ფრონტექსის“ წარმომადგენლები თანხლებით, დასავლეთ თურქეთის ქალაქ დიკილიში ჩაიყვანენ. ევროკავშირი და თურქეთი შეთანხმდნენ, რომ ანკარა უკან დააბრუნებს ყველა მიგრანტს, რომლებიც საბერძნეთში არალეგალურად ჩავიდნენ, სანაცვლო ევროკავშირი თავშესაფარს მისცემს ყველა სირიელ დევნილს, რომლებიც პირდაპირ ჩავიდნენ თურქეთიდან. ბრიუსელი ასევე დაჰპირდა ანკარას, უფრო მეტი თანხების გამოყოფას, უვიზო მიმოსვლას თურქეთის მოქალაქეებისათვის და მეტ პროგრესს თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში.

XS
SM
MD
LG