Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თინა ხიდაშელი ტელეფონით ესაუბრა სომხეთის და აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრებს


მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში შექმნილი ვითარების გამო, საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი ტელეფონით ესაუბრა სომხეთის და აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრებს სეირან ოჰანიანს და ზაქირ ჰასანოვს. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, თინა ხიდაშელმა იმედი გამოთქვა, რომ ცეცხლის შეწყვეტა შესაძლებელი გახდება და პროცესი მოლაპარაკების მაგიდას დაუბრუნდება. თინა ხიდაშელის განცხადებით, რეგიონში სტაბილურობა საქართველოსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია და საერთაშორისო თანამეგობრობამ ვითარების დეესკალაციისთვის ყველა საშუალება უნდა გამოიყენოს.

XS
SM
MD
LG