Accessibility links

logo-print

პესკოვი: „პანამის დოკუმენტების“ სამიზნე პუტინი და რუსეთია


ასეთი „შემოგდებული ინფორმაციების“ მთავარი სამიზნე პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი და ქვეყნის სტაბილურობაა, - ასე გამოეხმაურა კრემლის პრესმდივანი დმიტრი პესკოვი საგამოძიებო ჟურნალისტიკის კონსორციუმის, „პანამა პეიპერსის“ მიერ მოპოვებულ მასალებს დიდი მოცულობის ფულად ტრანსფერებზე, რომელთა მეშვეობითაც რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან დაახლოებულმა პირებმა 2 მილიარდი დოლარის მოცულობის თანხა გადარიცხეს ოფშორულ კომპანიებში. „ე.წ. „პანამის დოკუმენტები“ ეფუძნება ვარაუდებსა და სპეკულაციებს და არავითარ ახალ ინფორმაციას არ შეიცავს, - ამის თაობაზე კრემლის პრესმდივანმა რუსეთის ახალი ამბების სააგენტო „ინტერფაქსს“ გაუცხადა. „ჩვენ კარგად ვიცნობთ ამ, ეგრეთწოდებულ ჟურნალისტურ თანამეგობრობას, იქ ნამდვილად ბევრია ისეთი ჟურნალისტი, რომელთა ძირითადი პროფესია ძნელად თუ შეიძლება იყოს ჟურნალისტიკა: სახელმწიფო დეპარტამენტის, დაზვერვის ცენტრალური სამმართველოსა და სხვა სპეცსამსახურების ყოფილი წარმომადგენელები“, - განაცხადა პესკოვმა.

XS
SM
MD
LG