Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყში მომხდარ თავდასხმებში სულ მცირე 25 კაცი დაიღუპა


სულ მცირე 25 კაცი დაიღუპა და 60 დაიჭრა ერაყის მასშტაბით 4 აპრილს მომხდარ თავდასხმებში, რომელთა შორის ყველაზე სისხლისმღვრელი იყო ქალაქ ბასრაში თვითმკვლელის მიერ მოწყობილი აფეთქება. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა რადიკალურმა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“ იკისრა. მეორე თავდასხმის სამიზნე იყო შიიტური გასამხედროებული ჯგუფი, რომელსაც ბაღდადის მახლობლად მდებარე ქალაქ მაშადეში დაესხნენ თავს. კიდევ ერთი ბომბი აფეთქდა ჩრდილოეთ ბაღდადში მდებარე არმიისა და პოლიციის გაერთიანებულ საგუშაგოზე, სადაც ხუთი კაცი დაიღუპა. მეოთხე თავდასხმა, რასაც ხუთი კაცი ემსხვერპლა, ქალაქ ნასირიაში მდებარე კაფეში მოხდა. „ისლამური სახელმწიფო“, რომელიც ბოლო ხანს სულ უფრო მეტ ტერიტორიებს ჰკარგავს ერაყში, ხშირად იყენებს თვითმკვლელ მოიერიშეებს, რომლებიც თავს ესხმიან ერაყის არმიის სამხედრო და სამოქალაქო პირებს.

XS
SM
MD
LG