Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სომხეთი მიანიშნებს მთიანი ყარაბაღის აღიარების ალბათობაზე


სომხეთი აცხადებს, რომ დაძაბულობის ესკალაციამ აზერბაიჯანის სეპარატისტულ მთიან ყარაბაღში შესაძლოა სრულმასშტაბიანი ომი და, ერევნის მიერ, ამ ტერიტორიის, როგორც დამოუკიდებელ სახელმწიფოდ ცნობა გამოიწვოს. 4 აპრილს ეუთოს ელჩებთან შეხვედრაზე სომხეთის პრეზიდენტმა სერჟ სარგსიანმა განაცხადა, რომ საერთაშორისო ძალისხმევა ყრუ კედელს წააწყდება მანამ, ვიდრე მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები არ აიძულებენ აზერბაიჯანს, სრულად დაიცვას 1994 წლის ზავის პირობები. სარგსიანმა გააფრთხილა საერთაშორისო საზოგადოება, რომ შეტაკებების შემდგომი ესკალაცია, შესაძლოა, დასრულდეს სრულიად მოულოდნელი და გარდაუვალი შედეგით, მათ შორის სრულმასშტაბიანი ომით. „უნდა აღვნიშნო, რაც არაერთხელ განმიცხადებია, რომ თუ საომარი დაპირისპირება გაგრძელდება და ის გადაიზრდება სრულმასშტაბიან ომში, სომხეთის რესპუბლიკა აღიარებს მთიანი ყარაბაღის დამოუკიდებლობას“, - განაცხადა ელჩებთან შეხვედრაზე სარგსიანმა. ბაქო კი, თავის მხრივ, სეპარატისტებთან შეტაკებების შედეგად თავისი არმიის ახალ დანაკარგებზე საუბრობს და იმუქრება, რომ სამხედრო ოპერაციას გააფართოებს კონფლიქტის მთელი ხაზის გაყოლებაზე.

XS
SM
MD
LG