Accessibility links

logo-print

„პანამის დოკუმენტებში“ მოყვანილია ინფორმაცია ბიძინა ივანიშვილის ოფშორულ კომპანიაზე


გამომძიებელი ჟურნალისტების საერთაშორისო გაერთიანებამ გამოაქვეყნა მასალა, რომელიც ასახავს რამდენიმე პოლიტიკოსთან და საჯარო პირთან, მათ შორის საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, მულტიმილიარდერ ბიძინა ივანიშვილის სახელთან დაკავშირებულ მასშტაბურ ჩრდილოვან ფინანსურ ოპერაციებს: მსხვილი თანხების გადარიცხვას ოფშორულ კომპანიებში. „პანამის დოკუმენტებად“ წოდებული მასალების თანახმად, ივანიშვილი ფლობს ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე 2011 წელს დაარსებულ კომპანია „ლინდენ მენეჯმენტს“, რომელიც მას პრემიერ-მინისტრობის დროს შევსებულ არც ერთ ფინანსურ დეკლარაციაში არ აქვს შეტანილი. ასევე „პანამის დოკუმენტებით“, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან დაახლოებულ პირებს ორ მილიარდამდე დოლარი აქვთ გადარიცხული ოფშორულ კომპანიებში. „პანამის დოკუმენტებში“ თავმოყრილია პანამაში დაფუძნებულ საადვოკატო ფირმიდან გაჟონილი ინფორმაცია ფულის გადარიცხვის სისტემაზე, რომლის მეშვეობითაც, როგორც ჩანს, მსოფლიოს მრავალი ლიდერი და საჯარო პირი უმალავს სამართალდამცავ და მარეგულირებელ უწყებებს მსხვილ თანხებს - ხშირად, უკანონო გზით ნაშოვნ ფულს. "პანამის დოკუმენტები" ერთბაშად რამდენიმე საინფორმაციო საშუალებამ რამდენიმე ენაზე გაავრცელა. მათში შესულია აგრეთვე მასალები ისლანდიისა და პაკისტანის პრემიერ-მინისტრებზე, აზერბაიჯანის პრეზიდენტის შვილებზე, საუდის არაბეთის მეფეზე, ფეხბურთის ვარსკვლავ ლიონელ მესიზე.

XS
SM
MD
LG