Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პრეზიდენტმა სომხეთს და აზერბაიჯანს მოუწოდა კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარებისკენ


საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა სომხეთს და აზერბაიჯანს მოუწოდა, მაქსიმალური ძალისხმევა გამოიჩინონ კონფლიქტის მშვიდობიანად მოსაგვარებლად. მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში სიტუაციის ესკალაციის შესახებ გიორგი მარგველაშვილმა თბილისში, ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოსვლისას ისაუბრა. „მინდა ხაზგასმით მოვუწოდო კავკასიის რეგიონის კონტექსტში ჩვენს მეზობლებს, რაც შეიძლება მეტი ძალისხმევა მოახმარონ იმას, რომ მშვიდობიანად დასრულდეს დაძაბულობა, მშვიდობიანად განიმუხტოს გარემო დადიპლომატიური წყაროებით და ხერხებით, საერთაშორისო თანამეგობრობის აქტიური ჩართვით მოხერხდეს დაძაბულობის და კონფლიქტის ნეიტრალიზება'', - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა.

XS
SM
MD
LG