Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვენაში გაიმართება შეხვედრა მთიან ყარაბაღში კონფლიქტის მოგვარებაზე მოსალაპარაკებლად


აზერბაიჯანი და მთიან ყარაბაღში სომხეთის მხარდაჭერით მოქმედი სეპარატისტები ერთმანეთს ადანაშაულებენ კონფლიქტის გამწვავებაში, ხოლო შუამავლები შეხვედრისთვის ემზადებიან, რათა ბოლო მოეღოს განახლებულ საბრძოლო მოქმედებებს. დაპირისპირებული მხარეები მსხვერპლის მატებაზე იუწყებიან. 2 აპრილს დაწყებული ბრძოლების შედეგად დაღუპულია 40-ზე მეტი ადამიანი, ზოგი ცნობით, 64 კაცი. ამასობაში, სომხეთის ტრადიციულმა მეტოქემ, ნატოს წევრმა თურქეთმა გამოაცხადა, რომ მხარში უდგას თავის „ძმებს აზერბაიჯანში“. თავის მხრივ, ბაქო იმუქრება, რომ მთიანი ყარაბაღის დედაქალაქ სტეპანაკერტს დაბომბავს, თუ არ შეწყდება იერიშები აზერბაიჯანულ დასახლებებზე. ამასთან ბაქო უარყოფს სეპარატისტების ბრალდებას სამოქალაქო პირებზე იერიშის შესახებ. დასავლეთი, რუსეთი და ირანი მხარეებს თავშეკავებისაკენ მოუწოდებენ. მთიანი ყარაბაღის კონფლიქტში შუამავალი ე.წ. მინსკის ჯგუფის წევრები, საფრანგეთის, რუსეთისა და შეერთებული შტატების წარმომადგენლები დღეს ვენაში შეიკრიბებიან კრიზისზე მოსალაპარაკებლად.

XS
SM
MD
LG