Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აზერბაიჯანი და სეპარატისტები მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ


აზერბაიჯანი და მთიან ყარაბაღში სომხეთის მხარდაჭერით მოქმედი სეპარატისტები ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ 5 აპრილს გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმადაც სეპარატისტებთან მიღწეულია შეთანხმება, ადგილობრივი დროით, 12 საათზე ცეცხლის შეწყვეტის შესახებ. მთიანი ყარაბაღის ხელმძღვანელობა ადასტურებს ცნობას დაზავებაზე. რეგიონში, რომელიც აზერბაიჯანში მდებარეობს და უმეტესწილად ეთნიკური სომხებით არის დასახლებული, 2 აპრილს განახლდა შეიარაღებული დაპირისპირება. როგორც იუწყებიან, დაიღუპა 40-ზე მეტი ადამიანი, ზოგი ცნობით, 64 კაცი. შეტაკებები ხდებოდა ორ მხარეს შორის ფაქტობრივი ფრონტის ხაზის გასწვრივ. მთიანი ყარაბაღის კონფლიქტში შუამავალი ე.წ. მინსკის ჯგუფის წევრები, საფრანგეთის, რუსეთისა და შეერთებული შტატების წარმომადგენლები დღეს ვენაში შეიკრიბებიან კრიზისზე მოსალაპარაკებლად. სეპარატისტებმა 1990-ანი წლების დასაწყისში დაამყარეს კონტროლი მთიან ყარაბაღზე, სადაც ბრძოლებმა 30 ათასამდე ადამიანი შეიწირა.

XS
SM
MD
LG