Accessibility links

logo-print

ავღანეთში შვიდი ადამიანი შეიწირა თვითმკვლელის მიერ მოწყობილმა აფეთქებამ


ავღანელი ოფიციალური პირების ცნობით, სულ ცოტა, შვიდი ადამიანი დაიღუპა ჩრდილოეთში მდებარე ფარვანის პროვინციაში თვითმკვლელის მიერ მოწყობილი აფეთქების შედეგად. პროვინციის გუბერნატორის მოადგილე შაჰ ვალი შაჰედი აღნიშნავს, რომ დაიჭრა 26 ადამიანი. იუწყებიან ასევე, რომ აფეთქება, რომელიც თვითმკვლელმა დანაღმული მოტოციკლეტით მოაწყო, მიმართული იყო ავღანეთის უშიშროების ძალების წინააღმდეგ, მაგრამ ყველა დაღუპული სამოქალაქო პირია. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ჯერ არავის უკისრია. ფარვანის პროვინციაში, სადაც ვითარება შედარებით სტაბილურია, მდებარეობს ბაგრამის სამხედრო-საჰაერო ბაზა, ავღანეთში ერთ-დროს აშშ-ის უდიდესი სამხედრო ბაზის ადგილი.

XS
SM
MD
LG