Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამერიკელმა სამხედროებმა მოახდინეს, სავარაუდოდ, ირანიდან გაგზავნილი იარაღის კონფისკაცია


აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალებმა არაბეთის ზღვაში მოახდინეს, სავარაუდოდ, ირანიდან იემენში გაგზავნილი იარაღის კონფისკაცია. შეერთებული შტატების სამხედრო-საზღვაო ძალების ცნობით, ორმა სამხედრო ხომალდმა 28 მარტს აღმოაჩინა იარაღი, რომელიც მომცრო იალქნიან გემზე იყო დამალული. ამ წყაროს ცნობით, კონფისცირებულ იარაღს შორის არის 1500 „კალაშნიკოვი“ და 200 რეაქტიული ყუმბარსატყორცნი. გემის ეკიპაჟის წევრები გაათავისუფლეს. ირანი ეხმარება იემენში ამბოხებულ შიიტ ჰუთიტებს მაშინ, როცა შეერთებული შტატები მხარდაჭერს უწევს საუდის არაბეთის ხელმძღვანელობით მოქმედ კოალიციას იემენის მთავრობის დასახმარებლად.

XS
SM
MD
LG