Accessibility links

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 2016 წლის 8 ოქტომბერს ჩატარდება


საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები 8 ოქტომბერს ჩატარდება. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, შესაბამისი დოკუმენტაცია ხვალ გადაეგზავნება პრემიერ-მინისტრს, გიორგი კვირიკაშვილს ხელის მოსაწერად. პრეზიდენტმა 5 აპრილს თბილისში კვირიკაშვილთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა ეს განცხადება.

XS
SM
MD
LG