Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრეზიდენტმა პრემიერს გაუგზავნა არჩევნების დანიშვნის შესახებ ორი განკარგულება


საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პრემიერ-მინისტრს გიორგი კვირიკაშვილს კონტრასიგნაციისთვის გაუგზავნა ორი განკარგულება საქართველოს პარლამენტის და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების დანიშვნის შესახებ. პრეზიდენტის განკარგულებებით, ორივე არჩევნები 2016 წლის 8 ოქტომბერს გაიმართება. პრეზიდენტის განკარგულებებს კონტრასიგნაციის წესით, ხელი 10 დღის ვადაში უნდა მოაწეროს პრემიერ-მინისტრმა.

XS
SM
MD
LG