Accessibility links

logo-print

ჰააგის სამხედრო ტრიბუნალმა შეაჩერა ხორვატი სერბების ლიდერის გასამართლება


ჰააგის სამხედრო ტრიბუნალის მოსამართლეების გადაწყვეტილებით, „განუსაზღვრელი ვადით“ შეჩერდა ხორვატი სერბი მეამბოხეების ლიდერის, მძიმედ ავადმყოფი გორან ჰაჯიჩის გასამართლება. საერთაშორისო ტრიბუნალმა, რომელიც ყოფილ იუგოსლავიაში ჩადენილ დანაშაულებს იძიებს, 5 აპრილს გამოაქვეყნა გადაწყვეტილება, რომ პროცესი შეჩერებულია, რადგან 57 წლის ჰაჯიჩს ამჟამად არ შეუძლია მასში მონაწილეობა. ჰაჯიჩს წაყენებული აქვს ხორვატიაში 1991-95 წლების ომის დროს სამხედრო დანაშაულებთან და კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულებთან დაკავშირებული 14 ბრალდება. მათ შორის არის ვუკოვარის საავადმყოფოდან 1991 წელს წაყვანილი სამოქალაქო პირების მკვლელობის ბრალდება. ჰააგის ტრიბუნალმა სულ 161 ადამიანს წაუყენა ბრალდებები ბალკანეთში ომებთან დაკავშირებით.

XS
SM
MD
LG