Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მთიან ყარაბაღში, როგორც ჩანს, იცავენ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას


მთიან ყარაბაღში, როგორც ჩანს, იცავენ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას, რომელსაც 5 აპრილს მიაღწიეს დაპირისპირებულმა მხარეებმა - აზერბაიჯანმა და მთიან ყარაბაღში სომხეთის მხარდაჭერით მოქმედმა სეპარატისტებმა. 2 აპრილს დაწყებული შეტაკებები მიჩნეულია ყველაზე მასშტაბურ შეიარაღებულ დაპირისპირებად აზერბაიჯანის კუთვნილ და უმეტესწილად ეთნიკური სომხებით დასახლებულ ამ რეგიონში ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში. რუსეთი და შეერთებული შტატები დადებითად აფასებენ ცეცხლის შეწყვეტას, მაგრამ დაპირისპირებულ მხარეებს მოუწოდებენ, დაუბრუნდნენ მოლაპარაკების მაგიდას. მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი მთავარ განსახილველ საკითხად სახელდება დღეს ბერლინში სომხეთის პრეზიდენტის, სერჟ სარქსიანის ვიზიტისას. ის ხვდება გერმანიის კანცლერს და პრეზიდენტს. სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ედუარდ ნალბანდიანს კი გერმანელი კოლეგა მიიღებს. დღესვე ბაქოში სტუმრობს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი. ყარაბაღელი სეპარატისტების სამხედრო წარმომადგენლებმა დღეს დილას გამოაცხადეს, რომ სამხედრო დაპირისპირების ხაზის გასწვრივ ზავი, მთლიანობაში, არ დარღვეულა. ხოლო აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ფრონტის გასწვრივ დაძაბული, მაგრამ მშვიდი ვითარებაა.

XS
SM
MD
LG