Accessibility links

ერაყის არმიამ შეაჩერა ქალაქ მოსულის ასაღები ოპერაცია


ერაყის არმიამ შეაჩერა იერიში, რომელსაც მოიხსენიებენ ქალაქ მოსულის ასაღები ოპერაციის პირველ ფაზად. მოსულს ამჟამად აკონტროლებს ექსტრემისტების გაერთიანება „ისლამური სახელმწიფო“. ერაყელი გენერალ-მაიორი ნაჯიმ აბდულა ალ-ჯაბური 6 აპრილს გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნავს, რომ ერაყის ჯარები ელოდებიან ფედერალური პოლიციის შენაერთებს და ადგილობრივ მეომრებს, რათა დაიცვან ტერიტორია მისი აღების შემდეგ. დამატებითი შენაერთების ჩასვლის შემდეგ ერაყის არმია, ჯაბურის თქმით, განაახლებს იერიშს ექსტრემისტების წინააღმდეგ. თითქმის სამი კვირის წინ დაწყებული ოპერაციის შედეგად ერაყის არმიამ შეძლო, ისლამური სახელმწიფოსაგან გაეთავისუფლებინა სულ სამი სოფელი მახმურის რეგიონში, რომელიც ითვლება სტრატეგიულ პოზიციად ჩრდილოეთით, 60-მდე კილომეტრში მდებარე მოსულზე თავდასხმისათვის.

XS
SM
MD
LG