Accessibility links

მოსკოვი: რუსეთის ავიაციამ სირიაში „ნუსრის ფრონტის“ პოზიციები დაბომბა


რუსეთის თავდაცვის სამინისტროს თანახმად, მისმა ავიაციამ სირიაში, ალეპოსთან, დაბომბა ალ ყაიდასთან დაკავშირებული,“ ნუსრის ფრონტის“ პოზიციები. ამის შედეგად ისლამისტების მიერ დაგეგმილი იერიში ჩაიშალა. სამინისტროს ცნობით, "ნუსრის ფრონტის" ასეულობით მეომარმა თავდასხმა მოაწყო ქურთ მებრძოლებზე ალეპოსთან და დახოცა 18 სამოქალაქო პირი, ასევე 11 ჯარისკაცი. სირიის არმიამ და მისმა მოკავშირეებმა იერიში მიიტანეს ქალაქზე, რომელიც რამდენიმე დღის წინ დაიკავა ექსტრემისტულმა ორგანიზაციამ.

XS
SM
MD
LG