Accessibility links

logo-print

აზერბაიჯანი ზავის დარღვევაში სეპარატისტებს ადანაშაულებს


აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ ზავის დარღვევაში დაადანაშაულა სომხეთის მიერ მხარდაჭერილი მთიანი ყარაბაღის სეპარატისტული ხელისუფლება. აზერბაიჯანის სამხედრო უწყების 7 აპრილის ცნობით თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში სეპარატისტულმა ძალებმა 119-ჯერ დაარღვიეს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება. მათ შორის საარტილერიო ცეცხლი დაუშინეს მთიანი ყარაბაღის მოსაზღვრე აზერბაიჯანის ნახიჭევანის რაიონის რამდენიმე სოფელს. აპრილის დასაწყისში მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში ვითარების ესკალაციისა და საბრძოლო მოქმედებების შემდეგ, მხარეებმა 5 აპრილს ცეცხლის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღეს. სამდღიან მასშტაბურ შეტაკებებს ორივე მხრიდან სულ მცირე 35 სამხედრო და სამოქალაქო შეეწირა. ზავის მიუხედავად, ვითარება კონფლიქტის ზონაში კვლავ დაძაბული რჩება.

XS
SM
MD
LG