Accessibility links

logo-print

ნიდერლანდში გამართულ რეფერენდუმზე უარი ეთქვა უკრაინის ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას


რეფერენდუმზე, რომელიც 6 აპრილს გაამართა ნიდერლანდში, ამომრჩეველთა 61,1 %-მა არ დაუჭირა მხარი ევროკავშირთან უკრაინის ასოცირების შეთანხმების მხარდაჭერის თაობაზე, რეფერენდუმზე გამოტანილ სადავო საკითხს. შეკითხვას დადებითი პასუხი გასცა რეფერენდუმში მონაწილე ამომრჩეველთა 38,1%-მა. მიუხედავად იმისა, რომ რეფერენდუმს კანონის ძალა არა აქვს, ნიდერლანდის ხელისუფლება აცხადებს, რომ მან შესაძლოა გადასინჯოს დოკუმენტის რატიფიცირების საკითხი. ევროკავშირის ყველა დანარჩენმა წევრმა უკვე მოახდინა უკრაინასთან ასოცირების შეთანხმების რატიფიცირება. ნიდერლანდის რეფერენდუმის შედეგებს გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო, რომელმაც განაცხადა, რომ „რეფერენდუმის მიზანს ევროპის ერთიანობაზე შეტევა წარმოადგენდა“.

XS
SM
MD
LG