Accessibility links

logo-print

კოსოვოში პრეზიდენტის ინაუგურაცია გაიმართა


კოსოვოს დედაქალაქ პრიშტინაში ქვეყნის ახლადარჩეული პრეზიდენტის ჰაშიმ ტაჩის ინაუგურაცია გაიმართა. მრავალთვიანი პოლიტიკური კრიზისის შემდეგ, რაც სერბიასთან ხელმოწერილი შეთანხმებით გამოწვეულმა უკმაყოფილება გამოიწვია, 26 თებერვალს კოსოვოს პარლამენტი ქვეყნის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრისა და მმართველი დემოკრატიული პარტიის ყოფილი ლიდერის ჰაშიმ ტაჩის კანდიდატურაზე შეთანხმდა.ოპოზიციური ძალები კოსოვოში მიიჩნევენ, რომ ჰაშიმ ტაჩის არჩევა მოხდა კანონის დარღვევით. თუმცა, მათი აპელაცია უსაფუძვლოდ მიიჩნია კონსტიტუციურმა სასამართლომ. 1998-99 წლების ომში ჰაშიმ ტაჩი სერბიის წინააღმდეგ სეპარატისტული სამხედრო ძალების წარმატებულ ოპერაციას ხელმძღვანელობდა.

XS
SM
MD
LG