Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლინას ლინკევიჩიუსს იმედი აქვს, საქართველოს პროგრესი სათანადოდ აისახება ვარშავაში


საქართველო იმსახურებს ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის სწრაფად ამოქმედებას - ამის შესახებ ვილნიუსში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან მიხეილ ჯანელიძესთან შეხვედრისას განაცხადა ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლინას ლინკევიჩიუსმა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ლინას ლინკევიჩუსმა იმედი გამოთქვა, რომ სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის პროცესი წარმატებით დასრულდება მიმდინარე წლის ზაფხულში. ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე, იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი სათანადოდ აისახება ვარშავაში, ნატოს მომავალი სამიტის გადაწყვეტილებებშიც.

XS
SM
MD
LG