Accessibility links

სერგეი ლავროვი ბაქოში ჩავიდა


რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ რუსეთი, სომხეთისა და აზერბაიჯანის ყველა მეზობელზე უფრო მეტად არის დაინტერსებული, რომ რაც შეიძლება სწრაფად გადაიჭრას ყარაბაღის კონფლიქტი. სერგეი ლავროვი ბაქოში მის აზერბაიჯანელ კოლეგას შეხვდა იმ ფონზე, რაც აზერბაიჯანმა სეპარატისტული მთიანი ყარაბაღის არმია ზავის დარღვევაში დაადანაშაულა. აზერბაიჯანის სამხედრო უწყების 7 აპრილის ცნობით თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში სეპარატისტულმა ძალებმა 119-ჯერ დაარღვიეს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება. მათ შორის საარტილერიო ცეცხლი დაუშინეს მთიანი ყარაბაღის მოსაზღვრე აზერბაიჯანის ნახიჭევანის რაიონის რამდენიმე სოფელს. აპრილის დასაწყისში მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში ვითარების ესკალაციისა და საბრძოლო მოქმედებების შემდეგ, მხარეებმა 5 აპრილს ცეცხლის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღეს. სამდღიან მასშტაბურ შეტაკებებს ორივე მხრიდან სულ მცირე 35 სამხედრო და სამოქალაქო შეეწირა. ზავის მიუხედავად, ვითარება კონფლიქტის ზონაში კვლავ დაძაბული რჩება.

XS
SM
MD
LG