Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ისლამური სახელმწიფოს“ ექსტრემისტებმა სირიაში 300 მუშა დაატყვევეს


ექსტრემისტების გაერთიანება „ისლამური სახელმწიფოს“ წევრებმა სირიაში ცემენტის ქარხნის 300 მუშა დაატყვევეს. სირიის სახელმწიფო ტელევიზიის ცნობით, ინციდენტი მოხდა დამასკის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე რეგიონში, სადაც ექსტრემისტებმა ამ კვირაში წამოიწყეს ოპერაცია მთავრობის ჯარების წინააღმდეგ. ცემენტის ქარხნის თანამშრომლები ქალაქ დუმეირთან შეიპყრეს, რის შემდეგაც დამსაქმებელმა მათთან კონტაქტი დაკარგა. სირიის სახელმწიფო ტელევიზია ამ ინფორმაციას ავრცელებს მრეწველობის სამინისტროსაგან მიღებულ ცნობაზე დაყრდნობით.

XS
SM
MD
LG