Accessibility links

logo-print

სერგო რატიანის შეფასებით, პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი „გაუგებრობაში არიან“


საპარლამენტო უმცირესობის წევრის სერგო რატიანის შეფასებით, პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი „გაუგებრობაში არიან“ და მარტივი საკითხიც კი ვერ გადაწყვიტეს კანონის დარღვევის გარეშე. „ეს ყველაფერი იქნებოდა სასაცილო, უუნარობის და არაპროფესიონალიზმის ცხადი მაგალითი რომ არ იყოს“, - განუცხადა ჟურნალისტებს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა სერგო რატიანმა. შექმნილ ვითარებას სამართლებრივი გაუგებრობა უწოდა „თავისუფალი დემოკრატების“ საპარლამენტო ფრაქციის წევრმა გიორგი ცაგარეიშვილმა. მისი შეფასებით, სიტუაციის გამოსასწორებლად პრეზიდენტმა დოკუმენტი უნდა გაიწვიოს, ან მას მოტივირებული შენიშვნებით დაუბრუნოს პრემიერ-მინისტრმა. გიორგი ცაგარეიშვილის განცხადებითვე, ამის შემდეგ პრეზიდენტმა უნდა იფიქროს დოკუმენტის გამოქვეყნების ახალ თარიღზე, რომელიც შეიძლება იყოს 8 ივნისი, ან 8 ივლისი.

XS
SM
MD
LG