Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

16 აპრილს იწურება არჩევნების შესახებ პრეზიდენტის განკარგულებაზე გადაწყვეტილების მიღების ვადა


არჩევნების დანიშვნის შესახებ პრეზიდენტის განკარგულებაზე კონტრასიგნაციის გადაწყვეტილებას პრემიერ-მინისტრი კანონით დადგენილ ათდღიან ვადაში მიიღებს - განუცხადა დღეს ჟურნალისტებს მთავრობის საპარლამენტო მდივანმაშალვა თადუმაძემ. კანონით დადგენილი ათდღიანი ვადა 16 აპრილს იწურება. ჟურნალისტების შეკითხვას, მოსალოდნელია თუ არა, რომ პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა თავისი განკარგულება გაიწვიოს, შალვა თადუმაძემ უპასუხა, რომ ”ყველაფერი შეიძლება მოხდეს.” პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საპარლამენტო არჩევნები 2016 წლის 8 ოქტომბერს დანიშნა, თუმცა შესაბამისი განკარგულების ოფიციალურად ამოქმედების ვადად 8 აგვისტო განსაზღვრა. ამ გადაწყვეტილებას საარჩევნო კანონმდებლობასთან შეუსაბამოდ მიიჩნევენ არჩევნების მეთვალყურე არასამთავრობო ორგანიზაციები. მათი განცხადებით, პრეზიდენტის მითითება ვერ აღსრულდება, რადგან საარჩევნო კოდექსის თანახმად, კამპანია იწყება არჩევნების დანიშვნის თაობაზე გამოცემული სამართლებრივი აქტის გამოქვეყნებისთანავე. არასამთავრობო სექტორი მიიჩნევს, რომ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, რომელიც კონტრასიგნაციის უფლებით სარგებლობს, პრეზიდენტს დოკუმენტი შენიშვნებით უნდა დაუბრუნოს.

XS
SM
MD
LG