Accessibility links

logo-print

სირიელმა მეამბოხეებმა სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ქალაქი ალ-რაი დაიპყრეს


სირიელმა მეამბოხეებმა დაიპყრეს სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ქალაქი ალ-რაი, რომელსაც ექსტრემისტების გაერთიანება „ისლამური სახელმწიფო“ აკონტროლებდა. ორგანიზაცია „სირიის ადამიანის უფლებათა ობსერვატორიის“ ცნობით, „თავისუფალი სირიის არმიის“ წევრებმა 7 აპრილს კონტროლი დაამყარეს ალ-რაიზე, ექსტრემისტებთან მძიმე ბრძოლების შემდეგ. ეს წარმატება აძლიერებს მეამბოხეების პოზიციას ქალაქ ალეპოს ასაღებად ბრძოლაში. ამავე დროს, ალ-რაის დაპყრობა მეამბოხეებისათვის ნიშნავს თურქეთიდან მომარაგების ხაზის უზრუნველყოფას.

XS
SM
MD
LG