Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთში 17 ადამიანი დაიღუპა აშშ-ის საჰაერო დარტყმების შედეგად


ავღანეთში, სულ ცოტა, 17 ადამიანი დაიღუპა აშშ-ის საჰაერო დარტყმების შედეგად. შეერთებული შტატების სამხედრო წარმომადგენელმა, ფერნანდო ესტრელამ 7 აპრილს განაცხადა, რომ სამხედრო თვითმფრინავებმა ორი საჰაერო იერიში განახორციელეს აღმოსავლეთში მდებარე პაქტიის პროვინციაში, პაკისტანის საზღვრის მახლობლად. პაქტიის პროვინციის პოლიციის უფროსის ინფორმაციით, ავიაიერიშის შედეგად ექსტრემისტების დაიღუპნენ. მაგრამ სხვა ადგილობრივი ოფიციალური პირი აცხადებს, რომ იერიშმა შეიწირა სამოქალაქო პირები, მათ შორის ერთ-ერთი უხუცესი. ავღანეთში ბოლო თვეებში გახშირდა შეერთებლი შტატები საჰაერო დარტყმები. ეს ეხება, პირველ რიგში, პაკისტანთან საზღვრის მიმდებარე ტერიტორიას.

XS
SM
MD
LG