Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი განიხილავს დაპატიმრებული უკრაინელი რეჟისორის კიევისათვის გადაცემის საკითხს


რუსეთის იუსტიციის სამინისტრო აცხადებს, რომ განიხილავს კიევის თხოვნას ოთხი უკრაინელი პატიმრის, მათ შორის რეჟისორ ოლეგ სენცოვის უკრაინისთვის გადაცემის შესახებ. რუსეთის იუსტიციის სამინისტროს 8 აპრილის განცხადებით, მან ფედერალურ პენიტენციურ სამსახურს მიმართა თხოვნით, მოამზადოს დოკუმენტები პატიმრების უკრაინისთვის გადასაცემად. ამასთან, სამინისტრო აღნიშნავს, რომ რუსეთის სასამართლოები მიიღებენ გადაწყვეტილებას სენცოვის და დანარჩენი სამი პატიმრის საკითხზე. რუსეთში სასამართლომ სენცოვს 2015 წელს მიუსაჯა 20 წლით პატიმრობა ტერორიზმში ბრალდებით. ის უარყოფს ბრალდებას, ისევე როგორც დანარჩენი სამი უკრაინელი პატიმარი. კრემლის ოპონენტები მათ გასამართლებას ფარსს უწოდებენ და მიიჩნევენ შურისძიებად უკრაინის მხარდამჭერი აქტივისტების დასასჯელად.

XS
SM
MD
LG