Accessibility links

logo-print

ჯონ კერი ბაღდადს ეწვია "ისლამურ სახელმწიფოსთან" ერაყის ჯარების ბრძოლის წარმატების ფონზე


აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ჯონ კერის განცხადებით, ერაყის პრემიერ-მინისტრი ჰაიდარ ალ-აბადი არ ითხოვს შეერთებული შტატების ახალ სამხედრო შენაერთებს ექსტრემისტების გაერთიანება „ისლამურ სახელმწიფოსთან“ საბრძოლველად. ბაღდადში 8 აპრილს ვიზიტისას, კერიმ ჟურნალისტებს უთხრა, რომ აშშ-ის პრეზიდენტის და ვიცე-პრეზიდენტის მხარდაჭერა დაუდასტურა აბადის, რომელის წინაშეც რთული პრობლემები დგას პოლიტიკური კრიზისის, ეკონომიკური დაღმასვლისა და „ისლამურ სახელმწიფოსთან“ დაპირისპირების სახით. დღესვე კერი შეხვდა ერაყის საგარეო საქმეთა მინისტრ იბრაჰიმ ალ-ჯააფარის და სხვა ერაყელ ოფიციალურ პირებს. კერის ვიზიტი იმართება ერაყის ჯარების სამხედრო წარმატების ფონზე. ცნობების თანახმად, სამხედროებმა 7 აპრილს დაიპყრეს სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ქალაქი ჰიტი, რომელსაც აქამდე „ისლამური სახელმწიფო“ აკონტროლებდა.

XS
SM
MD
LG