Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამართალდამცველებს ჩაბარდა „ფარული კადრების საქმის“კიდევ ერთი ბრალდებული


ფარული კადრების საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებული პირი, გ.შ. ქართველ სამართალდამცველებს საკუთარი ნებით ჩაბარდა. ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია ”იმედი” პროკურატურაზე დაყრდნობით ავრცელებს. ამგვარად ფარული ჩანაწერების საქმეზე დაკავებულთა რაოდენობა ექვსამდე გაიზარდა. ეჭვმიტანილის დაკავებას პროკურატურაც ადასტურებს. გ. შ. თბილისის მთავარი სამმართველოს ძველი თბილისის სამმართველოს მე-7 განყოფილების უფროსის ყოფილი მოადგილე იყო, რომელზეც დღეს პროკურატურის მიერ გაკეთებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ მიმალვაში იმყოფებოდა.

XS
SM
MD
LG